"ზაფხული იწყება აქ" - ამ მოწოდებით ბათუმში საზაფხულო სეზონი გაიხსნა. ზღვისპირა ქალაქი უკვე მზად არის, რომ დამსვენებლებს უმასპინძლოს.
განახლებული სანაპირო, განახლებული შოუ დელფინარიუმში, ახალი სასტუმროები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და უნიკალური ჯიშის მცენარეები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.
ბათუმი 2017 გუშინ ფოიერვერკით გაიხსნა.
ბათუმში საზღვაო სეზონი ოქტომბრამდე გაგრძელდება.