სვანიძის ქუჩაზე გარემოს დაცვის სპეციალისტები მოვიდნენ. სვანიძის ქუჩაზე, სადაც მდინარე ვერე ჩადის, დამონტაჟებულია სპეციალური აპარატურა, რომელიც წყლის დონეს ზომავს. სპეციალისტების თქმით, მდინარე ვერეს ხეობაში პანიკის საფუძველი არ არის.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის, თამარ ბაგრატიას, თქმით, მდინარე ვერეს ხეობაში რთული სიტუაცია არ არის.
სპეციალისტების თქმით, მდინარე ვერეს წყლის დონე აწეულია, თუმცა ის საგანგაშო არ არის.
"პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჩვეულებრივი ძლიერი წვიმაა, რომელმაც მდინარე აადიდა. სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის,“ - განცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ.