18 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
წყლის დონე მნიშვნელოვნად მომატებული არ არის - დავით ნარმანია

ახალ გზაზე მოძრაობა ამ დროისთვის არ აღმდგარა. ის საპატრულო პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტა. პერიმეტრი ქალაქის მერმა მოინახულა. დავით ნარმანიას თქმით, სპეციალური სამსახურები სიტუაციას აკონტროლებენ და საგანგაშო სიტუაცია არ არის.

„ძირითადი დაზიანებული ადგილი გვქონდა ახალდაბის გზაზე, სადაც მცირე მეწყერი ჩამოვიდა, თუმცა ტექნიკამ იმუშავა და გზის ეს მონაკვეთი გაიწმინდა. დროებით ჩაკეტილია გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა, რაც საპატრულო პოლიციამ პრევენციის მიზნით ჩაკეტა, თუმცა მე ახლა გამოვიარე ეს გზა გმირთა მოედნიდან თამარაშვილამდე და სიმშვიდეა, წყლის დონე მნიშვნელოვნად მომატებული არ არის. ამ ეტაპისთვის იმ ნაწილებისთვის ვმუშაობთ, სადაც გაწმენდითი სამუშაოებია საჭიროა. ინციდენტი, ან მსხვერპლი, საბედნიეროდ, არ გვაქვს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

დღის ამბები