18 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
წყნეთი-ახალდაბის გზაზე სამანქანო მოძრაობა აღდგენილია - ჩამოწოლილ მეწყერ მთელი ღამე წმენდდნენ

წყნეთი-ახალდაბის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდნარეობს. ჩამოწოლილი მეწყერის ტერიტორიას მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.  სტიქიამ გაზის მილები დააზიანა, რის გამოც ახალდაბის მოსახლეობას ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდება. პრობლემებია ასევე წყლის მიწოდების კუთხით.

ექსპერტ-გეოლოგები ვითარების მონიტორინგს ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

სამანქანო მიმოსვლა წყნეთი-ახალდაბის გზაზე უკვე აღდგენილია, თუმცა ექსპერტები მცირე ღვარცოფების განმეორების საფრთხეებზე საუბრობენ.

„თუ ისევ წვიმა წამოვა და გააჩნია როგორი ნალექი იქნება, რა რაოდენობის, იგივე პროცესი შეიძლება განმეორდეს. ამიტომ საღამოობით წვიმის პერიოდში გზა ისევ იკეტება. საშიშროება იმისა, რომ დიდი ნალექი მოვიდეს არსებობს და შესაძლოა ისევ ღვარცოფის სახით ჩამოვიდეს,“ - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, დავით ლობჟანიძემ.

ექსპერტები მეწყრის ჩამოსვლის საშიშროებას ამ ეტაპზე არ ვარაუდობენ.

დღის ამბები