სტიქიით დაზარალებულ საგარეჯოს რაიონში ევროპული საქართველოს ლიდერები ჩავიდნენ. დავით ბაქრაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი ადგილობრივებს შეხვდნენ.
მოსახლეობის განცხადებით, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი არასწორად გამოიყენეს.
ისინი ბანკებიდან აღებული კრედიტების დაფარვაში დახმარებას ითხოვენ.
გუშინ უხვად მოსულმა წვიმამ და სეტყვამ საგარეჯოს რაიონში თითქმის მთლიანად გაანადგურა ვენახი და სახნავ-ნათესი სავარგულები.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას, მობრძანდნენ, ნახონ და გვერდით დაუდგენენ სოფლის მოსახლეობას. ადამიანები დარჩნენ შემოსავლის გარეშე. მთელი წლის შრომა ჩაიყარა წყალში და ხალხი დარჩა ვალების ამარა. არავინ არ მოსულა ამ ორი დღის განმავლობაში ხელისუფლებიდან. არც გამგეობიდან, არც გუბერნიიდან, არც თბილისიდან,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.