საპროტესტო აქცია სოფელ ჭალეში - ადგილობრივები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას აპროტესტებენ. მოსახლეობა შიშობს, რომ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს 500-ს კილოვატიანი ხაზის მონტაჟი ადგილობრივების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
სოფლის მცხოვრებლების განმარტებით, მათ აქვთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც, რომ ამ ტიპის გადამცემი ხაზების გაყვანა დასახლებულ პუნქტთან ახლოს აკრძალულია.
ადგილობრივები პროექტის შეცვლას ან კომპენსაციას ითხოვენ.