18 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ძლიერი წვიმა სურამში - დღეს დილიდან სამი სოფელი გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი

სიტია სურამში - მოსახლეობა შველას ითხოვს და საცხოვრებლების გაწმენდას საკუთარი ძალებით ცდილობს.

მოსახლეობა ისევ ცდილობს დატბორილი სახლებიდან შლამის გამოტანას საკუთარი ძალებით. მთელი დღის განმავლობაში ისინი სხვადასხვა ადგილებზე წმენდნენ სახლებს.

ადგილზე ჩავიდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, შეისწავლეს ვითარება, მოინახულეს ხეობა და ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

ასევე, მცირე ზომის ღვარცოფის ჩამოსვლის გამო, დღეს დილიდან სამი სოფელი გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ სურამში დაახლოებით მთელი თვის მარაგი წვიმა მოვიდა. ისინი ძლიერი წვიმის გამეორებას არ გამორიცხავენ.

სტიქიას ხაშურის რაიონში ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

დღის ამბები