18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
უკრაინის მოქალაქეები დღეიდან შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურებენ

უკრაინის მოქალაქეებს დღეიდან ევროპაში, კერძოდ, შენგენის ზონაში მოგზაურობა უვიზოდ შეუძლიათ.

სავიზო რეჟიმის გაუქმება კიევის ცენტრში საზეიმო კონცერტით აღნიშნეს.

ღონისძიებას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და ქვეყნის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც, ესწრებოდნენ.

პოროშენკომ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და უკრაინელებს ეს ისტორიული დღე ლერმონტოვისა და პუშკინის პოეზიიდან ციტატებით მიულოცა.

პრეზიდენტის თქმით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებით უკრაინა საბოლოოდ დაემშვიდობა საბჭოთა წარსულს და ავტორიტარულ რუსულ სამყაროს.

სავიზო რეჟიმის გაუქმებას უკრაინასა და ევროკავშირს შორის 17 მაისს მოეწერა ხელი. 

დღის ამბები