18 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
ISIS-ის ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, ლიკვიდირებულია

ექსტრემისტული დაჯგუფება, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი ლიკვიდირებულია.

ინფორმაციას აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაზე სირიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

არხის ცნობით, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი ქალაქ რაქაში ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, საჰაერო ოპერაცია ამერიკის მეთაურობით კოალიციურმა ძალებმა გუშინ ჩაატარეს.

ადგილზე მომუშავე უფლებადამცველების ცნობით, იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდანაც.

ინფორმაცია აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ მედიაში არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა დაჯგუფება მას უარყოფდა. ბოლო ცნობებით, ISIS-ის ლიდერი ერაყის ქალაქ მოსულს აფარებდა თავს, თუმცა არმიის შეტევის შემდეგ ერაყი დატოვა და რაქაში გადავიდა.

ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ISIS-ის ჯერ ჯერობით არ დაუდასტურებია.

დღის ამბები