შეხვედრა საგარეო საქმეთა მისნტრის მოადგილესთან, ზვიად გონაძესთან, კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის, ოჯახის წევრებმა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.
დიპლომატიურ უწყებაში სოსო ოსორაულის ახლობლები სამისნტროს ინიციატივით დაიბარეს, თუმცა, შეხვედრა დაწყებიდან მალევე, პროტესტის ნიშნად, დატოვა დატყვებვებული ქართველი მფრინავის ძმამ.
„მივაწოდეთ ინფორმაცია, ერთი მხრივ, იმ სიახლეების შესახებ, რაც გაგვაჩნია დღეისთვის იოსებ ოსორაულის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, ჩავაყენეთ საქმის კურსში დეტალურად იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც საგარეო საქმეთა სამინსიტრო ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებდა იოსებ ოსორაულის ტყვეობიდან დახსნასთან დაკავშირებით. ვინაიდან ფაქტობრივი დასტური არ არის, მხოლოდ შეიძლება სავარაუდოდ იყოს საუბარი, გაეროს მისიამ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოთქვა მოსაზრება, რომ დიდი ალბათობით, იოსებ ოსორაული დაღუპულია,“ - განაცხადა ზვიად გონაძემ.
დღეს სოსო ოსორაულის მხარდასაჭერი აქცია 12 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაიწყო. უწყებასთან რიგითი მოქალაქეები, ქართველი მფრინავის ოჯახის წევრები და თანასოფლელები შეიკრიბნენ. ისინი უწყებას ოსორაულის ადგილმდებარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენასა და ტყვეობიდან დახსნას სთხოვენ.