აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის სეზონის განმავლობაში ბათუმში 20-მდე ქვეყნის წამყვანი მედიასაშუალება იმუშავებს.
ტურიზმის დეპარტამენტი ორგანიზებით, უცხოელი ჟურნალისტები აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ შესაძლებლობებსა და სიახლეებზე რეპორტაჟებს მოამზადებენ. რეპორტიორები არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასაც გაეცნობიან. ივლისიდან კი აჭარის შესახებ გადაღებული ახალი საიმიჯო კლიპი Al Jazeera-სა და Euronews-ის ეთერშიც იტრიალებს.
მსგავსი პროექტი განხორციელდა გასულ წელსაც. 2016 წელს რეგიონს მილიონი ტურისტი ეწვია.
„ჩვენ გვინდა, ყველამ კომპლექსურად გაიაზროს ის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ აჭარა არ არის მხოლოდ ზღვა,“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა.