ბაკურციხელი წყვილის პასტორალი 3 წლის წინ დაიწყო. მოქანდაკე თინა სამადაშვილმა და ექიმმა დავით ჩაჩანიძემ გურჯაანის რაიონში პატარა მიწა შეიძინეს და იქ საკუთარი ხელით ნამჯის სახლი ააგეს.
თინა და დავითი მეორე წელია, საკუთარი ხელი აგებულ სახლში ცხოვრებენ, რომელიც მხოლოდ 6 ათასი ლარი დაჯდა.
წყვილმა სახლის შენება რამდენიმე წიგნიდან ისწავლა, რომლებიც Amazon-დან გამოიწერეს.
ასეთი სახლები პოპულარულია ინგლისსა და ამერიკაში, ძლებს რამდენიმე საუკუნე, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთაა.
წყვილი მცირე ბიომეურნეობასაც ეწევა. ბაკურციხელი ახალმოსახლეების რწმენით, თუ გლეხი თავის მიწაზე იმავე პროცესებს გაიმეორებს, რაც ბუნებაში მიმდინარეობს, სოფლად შრომა გაცილებით ადვილი და ეფექტიანი იქნება.