18 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
დასრულდეს პოლიციური მმართველობა! - ჯგუფ "ბირჟა მაფიას" მხარდამჭერი აქცია ქუთაისში

"დასრულდეს პოლიციური მმართველობა!" - ამ ლოზუნგით ჯგუფ ბირჟა მაფიას მხარდამჭერი ხმაურიანი აქცია გაიმართა ქუთაისში.

შეკრება თეთრ ხიდზე სოციალური ქსელით დაიგეგმა. ახალგაზრდებმა მუსიკოსების გათავისუფლება და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოითხოვეს. მოგვიანებით აქციამ ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოსთან გადაინაცვლა.

„ამ ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლება არ არსებობს და მთლიანად დანგრეულია და მეორე, ვისაც უჩნდება სურვილი, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს თავისუფლად, სახელმწიფოს უჩნდება ის აზრი, რომ იარაღად გამოიყენოს არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა და ჩადებების პოლიტიკა,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ, აკაკი საღინაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები