18 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
სოციალური დახმარების მიმღებთა გაზრდილი რაოდენობა არჩევნებამდე - ოპოზიციაში გაჭირვებული ადამიანებით ვაჭრობაზე საუბრობენ 

ბოლო წლების პრაქტიკის მიხედვით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სოციალური დახმარების მიმღებთა ოჯახების რაოდენობა მოულოდნელად იზრდება. წინა არჩევნების გამოცდილება აჩვენებს, რომ იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც დახმარებას იღებდნენ, მოულოდნელად 40 ათასით გაიზარდა და უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. თუმცა, რიცხვმა არჩევნების დასრულების შემდეგ ისევ კლება დაიწყო.

ახლა კი მაისში, იქიდან გამომდინარე, რომ წინ კიდევ არჩევნები ელოდება საქართველოს, სოციალური დახმარების რაოდენობა ერთბაშად ისევ 12 ათასი ადამიანით გაიზარდა.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ გაჭირვებული ადამიანებით ვაჭრობას ამჯერადაც მიმართა.

პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება სულ უფრო მეტი გაჭირვებული ადამიანების გულის მოგებას შეეცდება.

ოპოზიციის კრიტიკას არ ეთანხმებიან სოციალურ სააგენტოში. სააგენტოში განმარტავენ, რომ 2016 წელს დახმარების მიმღებთა რიცხვი ახალი მეთოდოლოგიით შემოწმების ნიადაგზე გაიზარდა. 

როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, დახმარების მიმღებთა რიცხვი ყოველთვიურად იცვლება.

წინა წლების გამოცდილებით, ოპოზიციაში უკვე იციან, რომ ბოლო ერთ თვეში 12 ათასი ადამიანისთვის ერთბაშად დანიშნული სოციალური დახმარება მხოლოდ დასაწყისია და ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კვლავაც ეცდება მრავალი ათასი ხმის მოსყიდვას.

 

 

ავტორი: მიშა სესიაშვილი

დღის ამბები