55-წლიანი ისტორიის მქონე, ნიდერლანდების ჩასაბერ საკრავთა გუნდი საქართველოშია. გუნდის წევრები ცალ-ცალკე წარმატებული მუსიკოსები არიან და ისინი ქვეყანაში სიახლის საძებნელად ჩამოვიდნენ.
ნიდერლანდების ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი, აბრევიატურით NBE, 1961 წელს შეიქმნა. გუნდს არაერთი პრიზი აქვს აღებული კლასიკურ მუსიკაში. გამოირჩევა სცენაზე შემოქმედებითი გადაწყვეტებით და ახალი ინტერპრეტაციებით.
ბოლო წლებია, პროგრამა "made in" აქვთ, რომლითაც სხვადასხვა ქვეყანაში ჩადიან და იქაურ მომღერლებთან თანამშრომლობენ. ახლა კი საქართველო და ქართველი მუსიკოსები აირჩიეს.
ავტორი: გვანცა სუთიძე