სიღარიბის სტატისტიკა საქართველოში - საქსტატის მონაცემების მიხედვით, უკიდურესად ღარიბთა რიცხვი საქართველოში 2010 წლიდან მოყოლებული კლების ტენდენციისკენ მიდიოდა. თუმცა, საქსტატის თანახმად, 2016 წელს მონაცემებმა მატება დაიწყო.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ყირგიზეთს, სომხეთს, მაკედონიას, მოლდოვას და თურქეთს.
გლობალური შიმშილის ინდექსშიც საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს. ქვეყანა თავისი მაჩვენებლით უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას და რუსეთს.
რაც შეეხება საქართველოს რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, ფაქტობრივად, ყოველი მეორე ადამიანი რეგიონში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
მათგან ყველაზე კარგი მდგომარეობა თბილისშია. დედაქალაქში, დაახლოებით, ყოველი მეხუთე ადამიანია შიმშილის ზღვარზე.
ექსპერტები განმარტავენ, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ვითარებამ გაუარესება დაიწყო, მთავრობაა.
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმისა, რომ საქართველოში მოსახლეობის უმეტესობას მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, ინფლაცია და ბაზარზე ფასების მატებაა.
ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი