ნიუ იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი იზოლატორს სავარუდოდ დღეს, თანხის გადახდისა და ფორმალური საკითხების მოგვარების შემდეგ ტოვებს. სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. რაც შეეხება ავთანდილ ხურციძეს - კრივში მსოფლიო ჩემპიონი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მიზეზად სპორტსმენსა და ამერიკაში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის კავშირი დასახელდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში დევს ვიდეო მტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ ხურციძე ერთ-ერთ მოქალაქეს თავს ესხმის და სცემს.
ნარკობიზნესის, რეკეტისა და არაელეგალური აზარტული თამაშებისთვის, ციხეში ამ დრომდე რჩება რამდენიმე ქართველი და რუსი ბრალდებული.