18 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ემიგრანტებმა კონგოში დატყვევებული მფრინავის მხარდამჭერი აქცია ნიუ იორკში გამართეს

კონგოში დატყვევებული მფრინავის, სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ნიუ იორკში. ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან შეირკიბდნენ.  

მათ საქართველოს ხელისუფლებას აქტიური მოქმედებებისა და ყველა რესურსის გამოყენებისკენ მოუწოდეს, რათა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს დატყვევებული სოსო ოსორაული საკუთარ ოჯახს.

მოთხოვნათა შორის არის ხელისუფლებისა და ოსორაულის ოჯახის წევრებისგან ე.წ. ნდობის ჯგუფის შექმნა, რომელიც ვითარების ადგილზე შესასწავლად კონგოში გაემგზავრება. სოსო ოსორაულის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა ასევე ლონდონსა და ათენში. 

აქციის ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე.

დღის ამბები