აფგან მუხთარლის საქმე და მედიის მდგომარეობა აზერბაიჯანში - ამ სახელწოდების დებატები და რეზოლუციის პროექტის მიღება უკვე ჩაინიშნა ევროპარლამენტში 15 ივნისს.
თბილისში კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაცვის მხარე გატაცების ამსახველი ვიდეო კადრების დროულად გასაჯაროებას ითხოვს, რადგან მას მნიშვნელოვან მტკიცებულებად მიიჩნევს.
მუხთარლის ოჯახი და ადვოაკტები ამ დრომდე ელოდებიან საქართველოს პროკურაუტრისგან პასუხს გატაცებული ჟურნსლიტისა და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც. დაცვის მხარე კიდევ ერთხელ საუბრობს გამოძიების მთავარი პროკურატურის მიერ გადაბარების მნიშვნელობაზეც.