ადიდებულმა არაგვმა 22 წლის ახალგაზრდა გაიტაცა ფასანაურში. მისი ცხედარი მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ხანდოს ხევში იპოვეს. თვითმხილველის ინფორმაციით, მისი მეგობრი მდინარეში ხიდიდან გასაგრილებლად გადახტა, თუმცა წყლიდან ამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ახალაგზრდის პოვნას მდინარეში სამაშველო სამსახურის მისვლამდე ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.