ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის რადიკალურად შეცვლასა და შესაბამისი კანონის სწრაფად მიღების მნიშვნელობაზე საუბრობენ თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტები. მათი თქმით, უკვე მზად არის კანონპროექტი, რომელიც მოძრაობამ რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტთან ერთად შეიმუშავა.
პარალელურად, თეთრი ხმაურის მოძრაობა იმ პოლიციელების დაკითხვას ითხოვს, რომლებიც მუსიკალური ჯგუფის წევრების დაკავებაში მონაწილეობდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად არიან, აქციები კვლავ განაახლონ.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკა არის ის მექანიზმი, რომლითაც მარტივად ებრძვიან უდანაშაულო ხალხს. დაწყებულა გამოძიება იგივე პოლიციელთა მხრიდან გადაცდომების ფაქტებზე, მაგრამ არ წასულა შესაბამისად და არ მიგვიღია შედეგი. თუ კი ჩვენ ვიხილავთ კიდევ რაიმე სახის წინააღმდეგობას პროცესის მიმართ, აუცილებლად გაგრძელდება აქციები,“ - განაცხადა მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა.