ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მიხელ თათარიშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ გაგრძელდება. დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმინეს.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდების 6 მოწმე უკვე დაიკითხა. მოწმეებს შორის იყო ის გამომძიებელიც, რომელმაც ჩხრეკისა და დაკავების ოქმი შეადგინა.
პროცესს პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილიც ესწრებოდა. მიხეილ თათარიშვილს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის აქვს წაყენებული.