ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრის, მიხეილ მგალობლიშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში. დაკავებული რეპერების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. ადვოკატები 50 000 ლარიან გირაოს ითხოვენ.
სასამართლო სხდომაზე რეპერმა, მიხეილ მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. მისი თქმით, ხელები გადაუგრიხეს და შარვლის მარცხენა ჯიბეში ნარკოტიკი სწორედ ჩაუდეს და ჩხრეკის შემდეგ სხვა ნივთებთან ერთად, ისიც ამოიღეს.
მიხეილ მგალობლიშვილის განცხადებით, სამართალდამცავებმა მას მანქანაშივე უთხრეს, რომ ვიდეო კლიპის გამო დააკავეს და დასცინოდნენ.
როგორც მგალობლიშვილმა მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, დანაშაული იმიტომ აღიარა, რომ მას განუცხადეს, აღაირების შემთხვევაში სასჯელს შეუმსუბუქებდნენ.
რეპერ გიორგი ქებურიას პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.