18 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა - რეპერ გიორგი ქებურიას სასამართლო პროცესი დაიწყო

ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრის, გიორგი ქებურიას პროცესი სააპელაციო სასამართლოში დაიწყო. სავარაუდოდ, მას დარბაზიდან გაათავისუფლებენ.

გიორგი ქებურია სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, რის გამოც ოქმს ხელი მოაწერა.  

ცოტა ხნის წინ რეპერი მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ადვოკატები 50 000 ლარიან გირაოს ითხოვდნენ.

პროკურატურის პოზიციით, ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრების პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის.

მუსიკოსებისთვის წარდგენილი ოფიციალური ბრალდება დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაა, თუმცა ჯგუფის წევრების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და მათი დაკავება ვიდეო კლიპს უკავშირდება, სადაც პოლიციელია გაშარჟებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები