18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
"სემეკში" "ინტერრაოს" პრეტენზიის საფუძველს ვერ ხედავენ

ინტერრაოს მიერ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სტოკჰოლმში საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ეხმაურება. გოჩა შონიამ აღნიშნა, რომ კომისია ტარიფებს შესაბამისი მეთოდოლოგიების მიხედვით არეგულირებს.

„კომისიის ცალსახა და ხისტი პოზიცია არის, რომ ტარიფები უნდა რეგულირდებოდეს მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელიც უნდა იყოს შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკასთან. კომისია ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები. თუ იქნება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კომისია ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს,“ - განაცხადა გოჩა შონიამ.

ინტერრაო ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასა და ვალუტის დევალვაციის გამო, კომპენსაციას ითხოვს. კომპანიაში ათეულობით მილიონი დოლარის ზარალზე საუბრობენ. ინტერრაო საქართველოში თელასის თითქმის 75%-იანი წილის მფლობელია. 

დღის ამბები