18 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
საქართველოში რუსული ჰუმანიტარული მისია შემოდის - წარმომადგენლები პროექტებს უკვე შეისწავლიან

საქართველოში რუსული ჰუმანიტარული მისია შემოდის. თავად მისიის დირექტორი, ევგენი პრიმაკოვი, ამბობს, რომ ამ ეტაპზე განსახორციელებელ პროექტებს სწავლობს.

პრიმაკოვის განცხადებით, ჰუმანიტარული მისია თავის გეოგრაფიულ არეალს საქართველოსა და სომხეთში აფართოებს.

„ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს გეოგრაფიულ არეალს საქართველოსა და სომხეთში. ახლა ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე სამედიცინო განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დახმარების კუთხით. ყველა პროექტი ამჟამად  შემუშავების პროცესშია. ჯერ მოთხოვნას ვაფასებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვუშვებთ პროექტს რეალიზაციაში. სადღაც მივადგეთ და უცებ დავარიგოთ პამპერსები და საკვები ტომრებით, ეს არ არის ჩვენი მიდგომა. ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს. აზერბაიჯანში სოციალური ვითარება არ არის ისეთი, როგორც საქართველოსა და სომხეთში. აზერბაიჯანი არის ღარიბი ქვეყანა და იქ რთულია ისაუბრო, მაგალითად, დანგრეულ სკოლებზე, რომლებიც სასწრაფოდ აღდგენას საჭიროებს,“ - განაცხადა რუსეთის ჰუმანიტარული მისიის დირექტორმა, ევგენი პრიმაკოვმა. 

დღის ამბები