Jamiroquai საქართველოში ბრუნდება-ბრიტანული ჯგუფი კონცერტს ბათუმში 28 ივლისს გამართავს. მე-11 ჯაზ ფესტივალი სხვა ცნობილ ლეგენდარულ ვარსკვლავებსაც უმასპინძლებს.
Jamiroquai საქართველოს რიგით მეათე საიუბილეო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება, რომელიც ჯგუფის უახლეს ალბომს ეძღვნება. ჯგუფი ახალი ალბომის პრეზენტაციის შემდეგ ცნობილ ჰიტებსაც შეასრულებს.
Jamiroquai-ის შემდეგ ბათუმის ჯაზ ფესტივალზე მსმენელის წინაშე ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი ამერიკული ტრიო დე ლა სოული წარსდგება. ბათუმი ჯაზ ფესტივალზე კიდევ რამდენიმე უცხოელი მუსიკოსი ჩამოვა.
ბათუმში ჯაზ ფესტივალი 27 ივლისს გაიხსნება და სულ ოთხი დღე გაგრძელდება.