18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
სიღნაღიდან თბილისისკენ მომავალ ცენტრალურ მაგისტრალზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

სიღნაღიდან თბილისისკენ მომავალ ცენტრალურ მაგისტრალზე სატვირთო ავტომობილს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სამაშველო ბრიგადა და პატრულის ეკიპაჟი იყო მობილიზებული და ამ დროისათვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

როგორ რუსთავი 2-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

როგროც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

დღის ამბები