18 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ექსკლუზივი: სახელმწიფოს კანონიერი ინტერესებისთვის ზიანის მიყენება - სისხლის სამართლებრივი დევნა ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს. კურიერის მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ პროკურატურა სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს, რაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას ეხება.

საპატრიარქოს იურისტი სასამართლოს 2-მა ინსტანციამ უკვე გაამტყუნა. თავად ედიშერ ქარჩავა არ უარყოფს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. საპატრიარქოში კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

თეოლოგი ლადო ნარსია არ გამორიცხავს, რომ ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ მიმდინარე ამ საქმეს, საპატრიარქოს იურისტის წინააღმდეგ ბერკეტად იყენებენ, რათა მან საჯაროდ იმ საკითხებზე ისაუბროს, რომლებზე საუბარიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს აწყობს.

მამა ანდრია სარია კი ფიქრობს, რომ შორენა თეთრუაშვილის სურვილებთან ერთად, ედიშერ ქარჩავას, შესაძლოა, პროკურატურის დაკვეთასაც ასრულებდეს.

საპატრიარქოს იურისტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1961 წლის რედაქციით მიმდინარეობს. სისხლის სამართლის სპეციალისტის განმარტებით, ამ რედაქციით დაწყებული გამოძიებით დგინდება, რომ დანაშაული, რომლის სავარაუდო ჩადენასაც პირს ედავებიან 1982 წლის 29 დეკემბრამდეა ჩადენილი. 

პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ედიშერ ქარჩავას მიმართ გამოძიება 2005 წელს სამსახურეობრივი დაუდევრობის გამო დაიწყო, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გამო, იმავე წელს შეწყდა, თუმცა, საქმის შეწყვეტას თავად ედიშერ ქარჩავა არ დაეთანხმა და თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად სასამართლოს მიმართა და საქმე 2006 წელს განახლდა.

 

დღის ამბები