რუსულმა ენერგოკომპანია ინტერ რაომ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან დენის საფასურის გაზრდას მოითხოვს, საარბიტრაჟო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართულ მხარეს ტარიფის გადახედვა და 500-მდე აბონენტისთვის მისი გაზრდა მოუწევს.
რუსულ ენერგოკომპანიაში, რომელიც კომპანია თელასის საკონტროლო პაკეტის მფლობელია, აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურების პირობებში კომპანია ათობით მილიონს კარგავს. ამიტომ, მოქმედი ტარიფის გადახედვისა და ცვლილების გარდა, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსგან საქართველოს ხელისუფლებისთვის 125 მილიონ დოლარიანი კომპენსაციის დაკისრებას მოითხოვს.
მარეგულირებელ კომისიაში, ინტერრაოს სასარჩელო პირობებს არ იზიარებენ.
ენერგეტიკის სამინისტროში ინტერრაოს სასარჩელო მოთხოვნებს დეტალურად ჯერ არ იცნობენ. ამიტომ წინასწარი პროგნოზს ვერ აკეთებენ.
სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან საკანონმდებლო ორგანოშიც. პოლიტიკური ოპონენტები საქართველოს არასწორ ეკონომიკურ და ენერგო პოლიტიკაზე საუბრობს.