18 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
23 წლის შემდეგ ისევ საქართველოში - აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი თბილისში შეხვედრებს მართავს   

მადლენ ოლბრაიტი ისევ საქართველოშია - ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ქართული ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლები დაათვალიერა. მადლენ ოლბრაიტმა, რომელიც ერთ- ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა იყო, რუსეთი მისი აგრესიული პოლიტიკის გამო მკაცრად გააკრიტიკა. სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განცხადა, რომ პუტინმა მეზობლებთან ომის გამო პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

სწორედ რუსეთთან ხისტი პოზიციით გამოირჩეოდა ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნის დროს. ბილ კლინტონის კაბინეტის წევრი ოლბრაიტი, ბალკანეთის პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრის მომხრეც იყო.

ამჟამად კი ყოფილი სახელმწიფო მდივანი NDI-ს თავმჯდომარეა. ამ პოზიციაზე ის შეხვედრებს თბილისში უკვე მეორე დღეა მართავს.

მადლენ ოლაბარაიტი, რომელიც საქართველოს შიდა პოლიტიკასაც კარგად იცნობს რუსთავი 2-ის საქმეზეც საუბრობს. სახელმწიფო მდივანი საქართველოში პირველად 1994 წელს ზუგდიდში იმყოფებოდა. მაშინ ის გაეროს მისიის წარმოდგენილი იყო.

დღის ამბები