ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს და სოფელ ჯვარის ეკლესიის მოძღვარს, მამა ანდრიას, ადგილობრივი მცხოვრები, ვერტერ აქუბარდია უჩივის. ის აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთი გარდაცვლილი შვილის სახელზე მონასტრის ასაშენებლად სოფელ ჯვარის ეკლესიას აჩუქა თუმცა, ამ ტერიტორიაზე ახლა 500-ვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი შენდება.
ვერტერ აქუბარდია სასულიერო პირებს შეთანხმების დარღვევასა და ტყუილში ადანაშაულებს. მისი თქმით, ნოტარიულად დამოწმებულ ჩუქების აქტს, თან სიტყვიერი შეთანხმება ახლდა. მიწაზე მონაზვნების საცხოვრებელი უნდა განთავსებულიყო, მაგრამ ფართი საპატრიარქოს საკუთრებაში გადააფორმეს, შემდეგ კი ენერგო კომპანიას მიჰყიდეს.
ამ საკითხზე მამა ანდრია მარღანიას და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს საუბარი არ სურთ. მიტროპოლიტი გერასიმე აცხადებს, რომ ეკლესიას ასეთი ქონება არ სჭირდება.
სოფელ ჭელას მცხოვრებლები რამდენიმე თვეა ადგილზე მარალი ელექტრო გადამცემი ანძების დადგმას აპროტესტებენ. ადგილობრივებს მიაჩნიათ რომ მეუფე გერასიმეს მიერ მკაცრი პოზიციის დაკავების შემთხვევაში სოფელი სერიოზულ ზიანს ასცდებოდა.
ავტორი: ემა გოგოხია.