ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრები, გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი, დღეს სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. რეპერები სამართალდამცველებმა 5 დღის წინ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, მუსიკოსების მტკიცებით, ისინი მათ მიერ გამოქვეყნებული კლიპის გამო დაიჭირეს, რომელშიც პოლიციელი ფიგურირებდა.
ბირჟა მაფიას წევრები ასევე აცხადებენ, რომ მათ ხელი აღიარებით ჩვენებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს.
პროკურატურამ გამოძიება იმ სამართალდამცველების წინააღმდეგ, რომლებიც რეპერების დაკავებისა და შემდეგ დაკითხვის პროცესში მონაწილეობდნენ.
მიუხედავად ამისა, მუსიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და მათ მომავალში შესაძლოა უვადო პატიმრობაც შეეფარდოთ.
გიორგი ქებურია მის დაკავებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ძალოვანი უწყების მხრიდან ანგარიშსწორებას უკავშირებს. დაკავებამდე მისთვის ცნობილი იყო, რომ ძალოვანი უწყებიდან კლიპის დამკვეთ კომპანიას ინტრნეტსივრციდან ვიდეოს წაშალა მოსთხოვეს. კომპანიამ ვიდეო არ წაშალა და მხოლოდ პოლიციელის როლის შემსრულებელი მსახიობი დაფარეს, რასაც მისი და მგალობლიშვილის დაკავება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ მუსიკოსების დაკავებამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პროტესტი გამოიწვია.