18 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ბიზნესმენის გატაცება - დაკავებულები ბრალის წაყენების მოლოდინში მოდულის შენობაში იმყოფებიან

ამ წუთებში მოდულის შენობაში არიან გადაყვანილი ის პირები, რომლებსაც ქალაქის ცენტრიდან ბიზნესმენის გატაცება ედებათ ბრალად. ჯერჯერობით ბრალი დაკავებულებისთვის არ გაუცვნიათ. სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მათ ბრალს წარუდგენენ.

კურიერის გადამღები ჯგუფი ნიკოლოზ ბახტაძის სახლში იმყოფებოდა. კომპანია სვეტის გატაცებული დირექტორი გივი ჯიბლაძე, ამბობს, რომ ნიკოლოზ ბახტაძე ურთიერთობდა ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლების მეშვეობით მასთან.

მეზობლების ცნობით, ნიკოლოზ მჟავანაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები გუშინ ჩატარდა, ის შსს-ს თანამშრომლებმა სახლიდან აიყვანეს.

გივი ჯიბლაძის თქმით, გატაცებას წინ უძღვოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან. ჯიბლაძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ თავად ზურაბ წერეთელი არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული.

გამოძიება გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები