18 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
2 წელი ტრაგედიიდან - 13 ივნისს მოვარდნილმა სტიქიამ დედაქალაქის ცენტრი კატასტროფის ზონად აქცია

13 ივნისის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა - მოვარდნილმა სტიქიამ დედაქალაქის ცენტრი კატასტროფის ზონად აქცია. 24 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2 კი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ადამიანები, რომლებმაც 2015 წლის 13 ივნისის ღამეს ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადეს, საკუთარი ოჯახის წევრები დაკარგეს და მე-2 წელია ამ ტკივილით ცხოვრობენ.

სერგო კაპანაძე არის ერთ-ერთი მათგანი, რომლიც 13 ივნისის ღამეს, ახალ გზაზე, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად მოვარდნილმა წყლის ძლიერმა ნაკადმა წაიღო. სერგო კაპანაძე 2 წლის წინ, სტიქიის დროს გაუჩინარდა და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

„ძალიან რთულია ამ ფაქტს შეეგუო და იცხოვრო ამ ტრაგედიით,“ - ამბობს სერგო კაპანაძის და, დეა კაპანაძე.

სტიქიის ღამე გაიხსენა კიდევ ერთი დაღუპული ადამიანის მეუღლემ. კარპო ენუქიძის ცოლი, ანიკო ენუქიძე იმ მძიმე წუთებზე საუბრობს, რომლის გადატანა მის ოჯახს 13 ივნისის ღამეს მოუხდა.

დღის ამბები