საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი შენობაში საგრეო საქმეთა სამინისტროს განთავსდება. ამ ინფორმაციას ცენტრალური ბანკის უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
ისტორიული შენობის დასათვალიერებლად საგარეო უწყების წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მისამართს იცვლის, თავად ჯანელიძის უწყებაში ნაწილობრივ ადასტურებენ.
ჩიტაძის ქუჩაზე, ორი შენობაში განთავსებულ საგარეო საქმეთა სამინიტროს ლეონიძის ქუჩაზე გადასვლის შემთხვევაში ფართი არ ეყოფა, ამიტომ კურიერის ინფორმაციით, საგარეო უწყებას, სავარაუდოდ, მეორე შენობასაც გამოუყოფენ. საუბარია ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაზე, სადაც ჯერ პრემიერი, შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა განთავსებულიყო.
ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა სატელეფონო საუბრისას კურიერს დაუდასტურეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა შენობაში გადასვლა გადაწყვეტილია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაციას ფლობენ დიპლომატთა კლუბში.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლეონიძეზე ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში სამინისტრო განთავსდება, ათონელზე კი საკონსულო.