18 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
გაუსაძლისი პირობები - თეთრიწყაროს ყოფილ საავადმყოფოში შესახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ

თეთრიწყაროს ყოფილ საავადმყოფოში შესახლებული დევნილები უკვე რამდენიმე წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. სოციალური პრობლემების პარალელურად, 19 ოჯახს ავარიულ შენობაში უწევს ყოფნა, სადაც ნესტი და ამორტიზებული იატაკებია, წყალგაყვანილობა კი უბრალოდ არ არსებობს. საცხოვრებელი, რომელიც სუბარის უწყებამ დევნილებს გადასცა, თავიდანვე ავარიული იყო, შენობის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხა კი საავადმყოფოში მცხოვრები ოჯახების განცხადებით სამინისტრომ არამიზნობრივად გახარჯა.

სამინისტროს მიერ გადაცემულ ბინებში, სადაც აღარც იატაკი ვარგა და არც წყალგაყვანილობა, ცხოვრებაზე უარი ათეულობით ოჯახმა უკვე თქვა. ძველ საავადმყოფოში რჩებიან მხოლოდ სოციალურად დაუცველები, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ.

აფხაზეთიდან თეთრიწყაროში ჩასახლებული დევნილები სოზარ სუბართან შეხვედრას და მათ კითხვებზე პასუხების გაცემას ითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ უწყება მათი პრობლემებით არ დაინტერესდება, 19-ვე ოჯახი აქციის გამართვას სამინისტროსთან გეგმავს.

დღის ამბები