გლდანში, ახმეტელის მეტროსთან, ცემენტმზიდის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქად არის დაშავებული 3 ადამიანი.
შემთხვევის შედეგად დაზიანდა 10 მანქანა. როგორც ცნობილია, ცემენტმზიდი მანქანის მძღოლი ავტომობილთან ერთად ტერიტორიიდან მიიმალა.
ერთ-ერთი დასავებული უკვე გადაყვანილია კლინიკა ლანცეტში.
შსს-ს ინფორმაციით, მძღოლის ვინაობა უკვე დადგენილია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.