18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
„როგორ ბედავს, ვიღაცა, რეკავს "რას ქვია ასეთ კლიპებს იღებთ, ნახეთ რას გიზამთო"- დავით ზურაბიშვილი

„ეს ფაქტი თავისთავად, რეპერების დაპატიმრების, ეს იყო ძალიან საგანგაშო ფაქტი,“ - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი, დავით ზურაბიშვილი, ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრების დაკავებას.

მან აღნიშნა, რომ სიმღერის გამო ადამიანების დაკავება არ ახსოვს და ამ ფაქტს „საგანგებო პრეცენდენტად“ მიიჩნევს. მისი ხმით ხელისუფლებას მსგავსი პრეცენდენტი არ უნდა დააშვებინონ. დავით ზურაბიშვილის განცხადებით ცენზურა დაუშვებელია და საზოგადოებას მკაცრი რეაქცია ექნება.

„როგორ ბედავს, ვიღაცა, ვიღაცაა ის ნამდვილად, მე არ ვიცი კონკრეტულად გენერალია, პოლკოვნიკია თუ ლეიტენანტია, რეკავს სადმე, "რას ქვია, თქვენ ასეთ კლიპებს იღებთ, ახლა ნახეთ რას გიზამთ?!“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. 

მისი თქმით, ხელისუფლების პოზიციის შეცვლა რუსთაველზე რეპერების მხარდამჭერი აქციის ნახვის შემდეგ მოხდა. მას ასევე ეჭვი აქვს, რომ მსგავსი ბრძანება მაღალი ეშელონებიდან იყო გაცემული და ამას რიგითი პოლიციელი ვერ გადაწყვეტდა.

"დანაშაული აქ ნამდვილად არის ჩადენილი, მაგრამ დანაშაული აქ ჩადენილია გიორგის და მიშკას მიმართ. ის ადამიანები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ გამოვლენილი, დასჯილი, დაპატიმრებული," - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები