18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
სასამართლო პროცესზე დავრწმუნდი 100%-ით, რომ ეს არის ჩადებული - ზურაბ გაფარიძე "ბირჟა მაფიას" წევრების საქმეზე საუბრობს

„თქვენ გაქვთ უფლება შეურაცხყოფა მიაყენოთ ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტს,“ - პოლიტიკური ცენტრ - გირჩის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ, არჩევანის პირდაპირ ეთერში, ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრების საქმეზე საუბრისას გააკეთა.

მისი აზრით, მთავარი გარემოება არის ის, რომ 2-მა ადამიანმა ჩაწერა კლიპი, რომელიც გამაღიზიანებელი იყო სამართალდამცველებისთვის და რამდენიმე დღეში ისინი დააკავეს.

„ალბათობა იმისა, რომ 2 ადამიანს, რომლებმაც ერთად კლიპი ჩაწერეს, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს რომელიღაც ძალოვან სტრუქტურას, ქალაქის სხვადასხვა ადგილას, 2 დღის შემდეგ აღმოაჩნდეს ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას, ტანზე, ერთი და იგივე რაღაც ვარდისფერი აბები, ამის ალბათობა არის ნულის ტოლი,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თმით, ის ბირჟა მაფიის წევრების საქმის სასამართლო პროცესს პირადად დაესწრო და დარწმუნდა, რომ ნარკოტიკი არის ჩადებული.

„სასამართლო პროცესზე ეს იყო ჩემთვის გადამწყვეტი, რომ დავრწმუნდი 100%-ით, რომ ეს არის ჩადებული,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ის აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული არსებობს და ძალოვანებს 100-ობით ათასი ადამიანი შიშის ქვეშ ჰყავთ და ინფორმატორების ქსელი ამაზე აქვთ აგებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები