სამშენებლო კომპანია სვეტის დამფუძნებლის გატაცებისთვის დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ. აღკვეთის ღონისძიებაზე კი, სასამართლო ხვალ იმსჯელებს. საქმის მასალები ადვოკატებს უკვე გადაეცათ. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
გამოძიების ინფორმაციით, ისინი ბიზნესმენს 150 ათას დოლარს სძალავდნენ და კუთვნილი 200 კვ.მ ფართის, მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ.
გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს. ოთხივე ბრალდებული თბილისსა და წეროვანში ჩატარებული სპეც ოპერაციისას დააკავეს.
“ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია, არ ცნობენ თავს დამნაშავედ. არის გარკვეული მტკიცებულებები დაცვის მხრიდან მოსაძიებელი, რომელიც გაამართლებს მათ პოზიციას. როგორც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები აღნიშნავენ, იყო მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს საქმიანობა. ამ ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე გარკვეული ვალდებულება ჰქონდა შესასრულებელი, მათ შორის ფინანსური ე.წ. დაზარალებულს. ვფიქრობთ, რომ არის პროვოცირებული გარკვეული მიზნების მისაღწევად,“ - განაცხადა ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა.