18 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
თბილისის მერია წლის განმავლობაში მილიონ კვადრატულამდე ასფალტის საფარის დაგებას გეგმავს - ნარმანია

16 ივნისიდან პეკინის გამზირის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ განცხადება, თბილისის მერმა გააკეთა. დავით ნარმანიას თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, გამოიცვლება, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე აღდგება გზის საფარი.

თბილისის მერის ინფორმაციით, რეაბილიტაციის გამო შეიცვლება საგზაო გადაადგილების მარშრუტები. ცვლილებები შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებსაც. დავით ნარმანიას თქმით, დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.  

თბილისის ქუჩების რეაბილიტაციაზე საუბრისას დავით ნარმანია ამბობს, რომ წლის განმავლობაში დედაქალაქში არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი.

მისივე განცხადებით, თბილისის მერია წლის განმავლობაში მილიონ კვადრატულამდე ასფალტის საფარის დაგებას გეგმავს.

 

დღის ამბები