ფრიდმანის სახელობის კონკურსის მთავარი პრიზი საუკეთესო საგამოძიებო ჟურნალსიტური ნამუშევრისთვის რუსთავი 2-ის ჟურნალსტმა მიიღო. ნოდარ მელაძის სიუჟეტი ჟიურიმ 33 ნამუშევარს შორის შეარჩია.
საგამოძიებო სიუჟეტი მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონის გადაცემაზე, კონკურსის მთავარი გამარჯვებული გახდა. წელს კონკურსს 6 გამარჯვებული ყავდა, მათ შორის 2 პრიზი რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს ეკუთვნით.
„მოხარული ვარ, რომ მთავარი პრიზი რუსთავი 2-მა მოიპოვა და თქვენი ჟურნალისტი საუკეთესო საგამოძიებო ჟურნალისტური ნამუშევრის ავტორია. თქვენი არხის ჟურნალისტებისთვის ეს არის მოტივაცია და ხელშეწყობა, რომ კიდევ უფრო გამბედავები გახდნენ. მე ვხვდები, როგორი რთულია ეს, როცა ხელისუფლება მედიის წევრების მიმართ არ არის კეთილგანწყობილი. ვფიქრობ, რომ საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა დააფასოს,” - განაცხადა პულიცერის პრემიის ლაურეატმა ჯოშ ფრიდმანმა.