18 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
მერიიდან გადარიცხული თანხა - ესტაკადის მშენებლობის სკანდალური საქმის ახალი დეტალები

მერიიდან გადარიცხული თანხა და სკანდალური საქმის ახალი დეტალები - იყო თუ არა მერია ინფორმირებული, რომ ესტაკადას, რომელიც კომპანია ზიმოს უნდა აეშენებინა, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაზე უნდა გაევლო.

კურიერმა ახალი დოკუმენტები მოიპოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მერიამ პროექტი მოიწონა და ამაში რამდენიმე ათასი გადაიხადა. დავით ნარმანიამ კი, დღეს განაცხადა, რომ ამის შესახებ მერია ინფორმირებული არ ყოფილა და პროექტი კერძო კომპანიამ მოამზადა.

შპს საქგზა მეცნიერების გენერალური დირექტორი თამაზ შილაკაძე, რომელმაც კარტოზიას და ცინცაძის ქუჩების კვეთაზე ესტაკადისა და სატრანსპორტო კვანძების მშენებლობის პროექტი მოამზადა, კურიერთან საუბრისას ამბობს, რომ მის პროექტში ხეების გადარგვა-მოჭრა მისი მომზადებისთანავე იყო გაწერილი.

თამაზ შილაკაძის თქმით, პროექტი 2015 წელს მომზადდა და თბილისის მერიამ ის ყველა დეტალის გაცნობის შემდეგ მოიწონა.

მისივე ინფორმაციით, შედგა მიღება-ჩაბარების აქტი და თბილისის მერიამ კომპანია საქგზა მეცნიერებას პროექტის მომზადებისთვის 30 ათასი ლარი გადაუხადა.

„გადავეცით ჩვენ მერიას, მერიამ მოიწონა ეს პროექტი, ექსპერტიზაც გაუწიეს და გამოცხადდა მშენებლობაზე ტენდერი, მაგრამ კი არ დაიწყო მშენებლობა, გამოიხატა მსურველი მშენებელი. მე მივიღე ანაზღაურება შედარებით ძაან მცირე. გადარგვა მოუწევდათ, მაგრამ არ იყო განსაზღვრული რამდენი ხე უნდა გადარგულიყო და რამდენი უნდა მოჭრილიყო. ჩემი პროექტის განხილვის დროს გამოიკვეთა, რომ დიდი ნაწილი უნდა გადანერგილიყო და გარკვეული ნაწილი მოჭრილიყო, რომ ტრასა გასწორებულიყო,“ - განაცხადა საქგზა მეცნიერების გენერალურმა დირექტორმა თამაზ შილაკაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები