18 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
"აუდიტორია 115"- ის წევრების უკმაყოფილება - სტუდენტები მარიამ ჯაშს უპირისპირდებიან

აუდიტორია 115- ის წევრები განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს უპირისპირდებიან. ისინი აპროტესტებენ განათლების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადადებას, რომელიც გულისხმობს მეთორმეტე კლასელებისთვის ხელმეორედ გამოცდის გადაბარების შესაძლებლობას. სტუდენტები ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის  მათ დასაშინებლად მიღებული.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრი გიორგი არობელიძე ამბობს, რომ  მარიამ ჯაშთან მიმდინარეობდა დისკუსია, სადაც მას შეკითხვა დაუსვეს, თუ რა ეტაპზეა ამ დროისთვის კანონპროექტი, რაზეც მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ განათლების კომიტეტის მიერ, კანონპროექტი შეჩერებულია.

სტუდენტები პარლამენტს და მარიამ ჯაშს მოუწოდებენ, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანონპროექტთან დაკავშირებით, „ხმამაღლა ისაუბრებენ იმ საკითხებზე, რომლებიც წარმოადგენს საზოგადოებაში პრობლემას.“

სტუდენტების განცხადებას გამოეხმაურა თავად კანონპროექტის ავტორი მარიამ ჯაში.

„მე, როგორც ავტორი აღნიშნული კანონპროექტის, მოგეხსენებათ, რომ სამი თვის მანძილზე ვმუშაობდით სტუდენტებთან, ჩემთვის არის უპირობო მოთხოვნა, რომ ყოველგვარი დესტრუქციის და პოლიტიკური შემადგენლისგან იყოს თავისუფალი აღნიშნული პროცესი. მე პირადად, როგორც ავტორმა, მივიღე გადაწყვეტილება, არა გამოწვევის და არა შეჩერების აღნიშნული კანონპროექტის, არამედ გადავადების საშემოდგომო სესიისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ აბსოლუტურად თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური შემადგენლისგან,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ჩაჭრილი მეთორმეტეკლასელებისთვის ხელმეორედ გამოცდის გადაბარების შესაძლებლობას ითხოვს. 

ინიციატივა მარიამ ჯაშმა მას შემდეგ გაახმოვანა, რაც წლევანდელ საატესტატო გამოცდებში 11 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა.

დღის ამბები