დაახლოებით, ერთწლიანი დავა "ჯორჯიან მანგანეზს", გარემოს დაცვის სამინისტროსა და დროებით მმართველებს შორის დღეს შეთანხმებით დასრულდა.
განცხადება მხარეებმა გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ სპეციალურ პრესკონფერეციაზე გააკეთეს.
3 წლიანი გეგმის მიხედვით, "ჯორჯიან მანგანეზი" იმ პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფს, რაც ტყიბულში კომპანიის საქმიანობის გამო შეიქმნა.