18 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
არ არის არავინ სიტუაციის გამრკვევი, - ირაკლი ოქრუაშვილი მთავრობას სოსო ოსორაულის საქმეზე უმოქმედობაში ადანაშაულებს

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის, გამოსახსნელად მმართველ გუნდს არავითარი გეგმა არ აქვს.

მისი აზრით, სოსო ოსორაული, ნამდვილი პროფესიონალია და მის გამოსახსნელად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„არ არის არავინ მომლაპარაკებელი, არ არის არავინ გამრკვევი სიტუაციის და ინფორმაციის ჩამომტანი, თუ რა ხდება ამ ადამიანთან დაკავშირებით. მეორე - ამით მტკიცდება ერთი უმთავრესი საშინელება, რომელიც უკვე ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს დიდი ხანია, რომ ადამიანს აქ ფასი არ აქვს,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი მთავრობას საკუთარ გეგმას სთავაზობს.

„ერთ-ერთი ვარიანტი მე ვთქვი და შევთავაზე საზოგადოებას, რომ ჩატარდეს საქველმოქმედო აუქციონი, თუ საქველმოქმედო აუქციონზე ბევრი ადამიანი და მათ შორის მეც რაღაც მნიშვნელოვან ნივთს დადებს და გარკვეული თანხა აქედან შემოვა. ამ ადამიანს შეიძლება, მაინცდამაინც მილიონი კი არ არის გადასახდელი, იქ ვაჭრობაა ჩასატარებელი ადამიანებთან, მოლაპარაკებაა გასამართი. შეიძება გაცილებით უფრო იაფად იქნეს ეს ადამიანი დახსნილი ტყვეობიდან,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები