დღეს ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე ერთადერთი სკვერის შესაძლო გაუქმებას აპროტესტებდნენ. ტერიტორიაზე კაფე-ბარის გახსნა იგეგმება. პროტესტი ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მოსახლეობასთან ბარის მესაკუთრეები გამოჩნდნენ და მშენებლობისათვის ტერიტორიის მომზადება დაიწყეს.
კერძო მესაკუთრე აცხადებს, რომ მერიამ მას მშენებლობის უფლება მისცა.
ადგილზე მისული ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მერიის მხრიდან კანონდარღვევებზე და პირად ინტერესებზე საუბრობდნენ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას შერჩევით სამართალში ადანაშაულებენ და გაცემული ბრძანების შეჩერებას მოითხოვენ.
ბუხრაძის ქუჩის მაცხოვრებლების პროტესტის შედეგად, დღეს კაფე-ბარისთვის მოტანილი სამშენებლო მასალები უკან წაიღეს. მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, მოსახლეობა ერთადერთი სკვერის დასაცავად, მერიასთან პერმანენტულ აქციებს გეგმავს.
ავტორი: თაკო სურგულაძე.