რუსთავში, მე-7 მიკრო რაიონში, 7 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა. გოგონა ამ დროისთვის სავარაუდოდ ჰოსპიტალიზირებულია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი 2-ის განუცხადეს, მძღოლის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას.