ბიზნესმენის, სამშენებლო კომპანია "სვეტის" ხელმძღვანელის, გია ჯიბლაძის, გატაცებაში ბრალდებული ნიკოლოზ ბახტაძის, ლევან ჩქარეულისა და კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. სასამართლომ ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უნდა იმსჯელოს. დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.
ადვოკატებისთვის გაუგებარია, თუ რატომ დაიწყო თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის 2 მუხლით, ამ ეტაპზე კი ბრალდების მხარე მხოლოდ გატაცებას ედავება.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდების პოზიციას, პროკურორი აცხადებს, რომ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს და პროცესზე ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.